ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
მოცეკვავე თეონა მუსელიანს გლოვობენ. ახლობლების ინფორმაციით, ის ავადმყოფობდა და სიმსივნით გარდაიცვალა.
„ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს, გავქვავდი ჩემო თეო... გული გადამეგლიჯა, ვერაფერს ვწერ... უფალს ებარებოდე, ჩვენო ანგელოზო“;
„აწ უკვე ცათა სასუფეველს დაამშვენებს თავისი ლამაზი, სათნო ღიმილით და თბილი მზერით... ჩემი კისკისა თეო... იბრძოლა, ბევრი იბრძოლა, მაგრამ ამ ვერაგმა დაავადებამ დაამარცხა და ადრიანად დაასრულა ეს ლამაზი სიცოცხლე... ზეცაში გაფრინდა ჩვენი ლამაზი გოგო“;
„ვკვდები, როცა ახალგაზრდა კვდება!! როცა შვილი რჩება, მაშინაც ვკვდები!! და როცა ვერ დავეხმარეთ, მაშინაც ვკვდები... დასანანია, სილამაზე დასრულდა... მაგრამ გადაინაცვლა იმიერში... კიდევ ერთხელ გამახსენა უფალმა, რომ ჩვენც გადავინაცვლებთ... ცხონდი თეონა... დაპირებული ცეკვა მერე, როცა შევხვდებით...“, - წერენ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგოს მეგობრები.