ავარია გონიოში - არიან გარდაცვლილები

აჭარის პოლიცია

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკა "ბიემსიში" არიან გადაყვანილები.

შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.