ავარია ბათუმში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

პოლიცია

14 ივნისს, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული კაცი მგზავრი იყო.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.