რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
1755025231
დღეს, დარიალის ხეობაში 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება პერიოდულად, 30 წუთიანი ინტერვალებით განხორციელდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, დარიალის ხეობაში დაგეგმილია ფერდის გაწმენდის სამუშაოები.
"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ126-კმ130 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), შპს "ჯავახავტოგზა"-მ მეკლდეურების მეშვეობით უნდა აწარმოოს ფერდის გაწმენდის სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 13 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პერიოდულად 30 წუთიანი ინტერვალებით," - ნათქვამია განცხადებაში.