85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

შავშიშვილი

თბილისის 85-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სსიპ-ქალაქ თბილისის 85-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის გიორგი შავშიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს! უზომოდ დაგვწყვიტე გული გიო!“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.