30 წლის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა - ტრაგედია გორში

არხი

ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

,,ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგრამ ვეღარ უშველეს. ეს არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები მაინც ექნება. მელიორაციამ გააკეთა არხი" - ამბობს ადგილობრივი.