ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2021 ფინანსური წელი 19-მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულა.
2021 წელს კომპანიის შემოსავლებმა 66.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ 19 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდირებულია საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC)-ის მიერ.
2021 წლიდან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიწყო საერთაშორისო რეისების ეტაპობრივი აღდგენა. 2021 წლის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით რეისების რაოდენობა აღდგა 62 % ით, ხოლო მგზავრთნაკადი 48 %-ით