ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1776628283
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული ა.ა. და 1994 წელს დაბადებული ს.ზ., სხვადასხვა დროს, ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ ორის: „მეთადონი“, „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.