1750577424
თემქაზე, ახალგაზრდა ბიჭის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისში, თემქაზე ახალგაზრდა ბიჭის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განსხვავებული სტილის გამო მიაყენეს.