უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
პოლიციამ 1987 წელს დაბადებული გ.ხ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 1958 წელს დაბადებული ჯ.ქ. კი საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოჩენილია, მალულად მოთავსებული – 247 აბი „სუბოქსინი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.