რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობის ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 15 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად თავს დაესხა დაზარალებულს, აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.
თავდამსხმელები ძალადობით და მუქარით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით 136 528 ლარის ღირებულების ნივთებს და ფულად თანხას.