კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა,  ყაჩაღობის ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი - 1984 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაცნობს - 1946 წელს დაბადებულ შ.ე.-ს მის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა  და ფიზიკური ძალის გამოყენებით თანხა მოსთხოვა, თუმცა,  განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ  ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.