„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარების ფაქტზე დაკავებული სამი პირი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
გამოძიების მიხედვით, ადიგენის მერის წარმომადგენელი მოქალაქეს საკემპინგო სივრცის მოსაწყობად მფარველობას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც, შუამავლის დახმარებით, ქრთამის სახით 10 000 დოლარი აიღო. სამართალდამცველებმა კიდევ ერთი საჯარო მოხელე - წალკის მერის წარმომადგენელიც დააკავეს. მას ბრალად ყალბი ცნობების გაცემა და ქრთამის აღება ედება.