„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 11 აპრილს, ტაქსის მძღოლმა ა.ბ.-მ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ, მგზავრობის მაღალი საფასური მოსთხოვა. უარის მიღების შემდგომ კი უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ა.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1746473266