ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაცია ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი ტაქსის დაეჯახა, სადაც დედა მცირეწლოვან შვილთან ერთად მგზავრობდა და მათი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
„ავტომობილი დაგვეჯახა, ცისფერ პრიუსში ვისხედით, ბაღში მიმყავდა ბავშვი... მადლობა ყველას, ვინც იმ წუთს დაგვეხმარეთ. საბედნიეროდ, არ გვაქვს დაზიანებები და მალე გაგვიშვებენ კლინიკიდან“ - წერს მოქალაქე.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.