გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
1779282339
ა(ა)იპ "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან" არსებულმა ბავშვთა საესტრადო ანსამბლმა "მელომანებმა", ქალბატონ ნატალია ფირანიშვილის ხელმძღვანელობით, 9 მაისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსში.
ანსამბლმა წარმოადგინა ორი ნაწარმოები, რომელიც შეფასებული იქნა, ადგილობრივი და უცხოელი, კონკურსზე მოწვეული საერთაშორისო დონის საგუნდო დირიჟორების მიერ.
ბავშვთა საესტრადო ანსამბლი "მელომანები" დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით და შეფასდა, როგორც წარმატებული დებიუტი.
ა(ა)იპ "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრი" მადლობას უხდის ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელს გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.