ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა. გვიან ღამით კლდის მასა ჩამოიშალა. მხარის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის თქმით, კლდის მასაში ერთი ავტომობილია მოყოლილი.
ავტომობილში მძღოლი იმყოფება. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა უცნობია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ჩქუმი-ქულბაქის საავტომობილო გზაა ჩაკეტილი. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.