ცაგერისა და ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ცაგერისა და ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია

ცაგერისა და ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. შედეგად, ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.