ცაგერის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ცაგერი 9 მაისი

ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა-რევაზ ახვლედიანმა, მამუკა ლეთოდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა-მარიკა კოპალიანმა, ონისე ჩაკვეტაძემ,მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ლეჩხუმის საზოგადოებამ, გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ქალაქ ცაგერში.

ღონისძიების ფარგლებში კულტურის ცენტრთან არსებულმა მამაკაცთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,სალაღობომ" და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლეჩხუმმა" მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ღონისძიება ცაგერის ,,დიდების მუზეუმში" გაგრძელდა, სადაც ომის თემაზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერეს.