„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო-წოფი-ახქერფის საავტომობილო გზის 8.6-კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
აღნიშნული მონაკვეთი სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია რეგიონისთვის.
პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რაც მოიცავს: სავალი ნაწილისა და ერთი ხიდის რეაბილიტაციას, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენასა და ახალი ნაგებობების, ასევე მიერთებების, წყალგამტარი მილების, ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომისა და ავტოპავილიონების მოწყობას, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოებს.
პროექტის ღირებულება 6.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.