როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა... - ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
18 წუთის წინ
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ შოვში მემორიალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში კურორტ შოვში ე.წ „რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი აღიმართება. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც 182 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება აგვისტოში იგეგმება.