თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩის მე-3 ჩიხსა და ჯანაშიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და მერის მოადგილე გურამ გოლიაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
გზის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.