ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან უნდა განახლდეს.
გადაუღებელი წვიმების გამო ჟინვალი-ბარისახლო-შატილის გზაზე, სოფელ კანათიასთან მეწყერი ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სპეც ტექნიკა და სამაშველო სამსახური.
სალიკვიდაციო ღონისძიებებს მონიტორინგს პირადად უწევდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
მიწა ჩამოვიდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზეც. წყალმა გზა ასევე დააზიანა ბარისახოში, ჩარგალთან და მაღაროსთან. სტიქიისგან წამოსული საფრთხის გამო ზემო მლეთაში ორი ოჯახი გაასახლეს, შეფერხდა ადგილზე მყოფი ტურისტების მოძრაობაც.