მარნეულის ვეტერანი ძიუდოისტების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

მარნეული

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტებს შორის, მარნეულელმა სპორტსმენებმა შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს და რვა მედალი მოიპოვეს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ასპარეზობაში.

ინდივიდუალური ასპარეზობის შედეგები:
სანდრო იაკობაშვილი — ოქროს მედალი
 გელა ქალდანი — ვერცხლის  მედალი
 გიგლა წიფიანი — ვერცხლის მედალი
 გელა ქალდანი- ბრინჯაოს მედალი (ნევაზაში)

გუნდური ასპარეზობის შედეგები:
 სანდრო იაკობაშვილი- ოქროს მედალი
 გელა ქალდანი — ვერცხლის მედალი
 რზა აბასოვი — ვერცხლის მედალი
 ემზარ ქალდანი — ბრინჯაოს მედალი
დელეგაციას ხელმძღვანელობდა მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი, მამუკა ნავერიანი. 

მარნეულის სპორტული სკოლა ულოცავს ვეტერან ძიუდოისტებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს მომავალ ასპარეზობებში. 

მოგილოცავთ, ჩემპიონებო! მარნეული ამაყობს თქვენით!