ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
რიგაში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მარნეულელთა წარმატებები გრძელდება! შეჯიბრების მეორე დღე ასევე განსაკუთრებული აღმოჩნდა საქართველოსთვის – მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
სანდრო იაკობაშვილმა (M2, -81კგ) შესანიშნავი ასპარეზობის შედეგად ევროპის ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა და ოქროს მედლით დაასაჩუქრა საქართველო და მარნეული!
გელა ქალდანი (M1, -81კგ) კი გადამწყვეტ ფინალურ ბრძოლაში ვერცხლის მედალს დაეუფლა, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი შედეგია ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატისთვის.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს სანდროსა და გელას ამ ღირსეულ წარმატებას და მადლობას უხდის მათ თავგანწირული შრომისა და მაღალი სპორტული სულისკვეთებისთვის. მათი გამარჯვება მაგალითია ახალგაზრდა თაობისთვის და გვარწმუნებს, რომ დაუღალავი შრომა ყოველთვის შედეგს იძლევა.
მარნეულელ ვეტერან ძიუდოისტთა გზა არ დასრულებულა –
კვირას, 25 მაისს, დაგეგმილია გუნდური შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:
• გიგლა წიფიანი
• ემზარ ქალდანი
• რზა აბასოვი
• სანდრო იაკობაშვილი
• გელა ქალდანი
ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს წარმატებულ გამოსვლას გუნდურ შეჯიბრებაზეც და იმედი გვაქვს, მარნეულელ ვეტერანებს კიდევ არაერთი წარმატება ელით საერთაშორისო ტატამზე!