თვითმხილველების ინფორმაციით, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი
1752508375
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისის გულის ცენტრის“ ინიციატივით, ქალაქ კასპში, მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქცია მოიცავდა: კარდიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პროფილის უფასო კონსულტაციებსა და გამოკვლევებს - კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სისხლში გლუკოზის გაზომვა.
აქციაში კარდიოლოგებთან ერთად პირადად მონაწილეობდა „თბილისის გულის ცენტრის“ დირექტორი პროფესორი არჩილ ჩუხრუკიძე.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია და „თბილისის გულის ცენტრი“ წლებია თანამშრომლობენ და ყოველწლიურად უფასო სამედიცინო მომსახურების აქციებს ქალაქთან ერთად სოფლის მოსახლეობისთვისაც ატარებენ.
დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო მომსახურებით 95 მოქალაქემ ისარგებლა. მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის „თბილისის გულის ცენტრს“ და წარმატებებს უსურვებს.