სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1752179551
კასპის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროგრამის 6 თვის შედეგებს აქვეყნებს.
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად იზრდება სოციალური დახმარების პროგრამის მუხლების რაოდენობა და შესაბამისად დაფინანსება. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მერიის ყოველწლიური სოციალური პროგრამის დახმარებით, რომელიც მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში ხორციელდება.
პროგრამა ამ ეტაპზე 36 მუხლით ემსახურება მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს: კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, კოლონოსკოპიის, სცინტიგრაფიის, ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება, კარდიოქირურგიული ოპერაციების და პროცედურების თანადაფინანსება, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, დაავადებულ პირთა დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების და მარტოხელა მშობლის დაფინანსება, მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება, დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო დახმარება, სააღდგომო სურსათით დახმარება იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის და სხვა. 2025 წელს პროგრამის წლიური ბიუჯეტი 1 400 000 ლარით განისაზღვრა. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტი მზარდია, რათა წლის განმავლობაში ყველა პაციენტის მომართვიანობა დაკმაყოფილდეს“, - ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
2025 წლის 6 თვეში, მერიის სოციალური პროგრამით 1 020 900 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 2 734 მოქალაქემ, მათ შორის 375 დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. გარდა ამისა სოციალურად შეჭირვებულ 80 ბენეფიციარზე, კვირაში 6 დღის განმავლობაში შინ მიტანის სერვისით ფუნქციონირებს უფასო სასადილო, რომლის შესყიდვის ღირებულება 169 560 ლარია - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.