ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად 69 სახლის სახურავია დაზიანებული, წაქცეულია ხეები, ასევე დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აბონენტების ნაწილს. ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება წყალი, სოფლებში დაზიანდა სასათბურე მეურნეობები.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.