ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1752090073
ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: სახურავის მოწყობა; ფასადის რეაბილიტაცია; ბინის თბოიზოლაცია; ფასადის განათება; ფასადზე ფრანგული აივნების მოწყობა.
წლის ბოლომდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე:
ნაბადის უბანში - ჭავჭავაძის ქუჩაზე, მალთაყვის უბანში - გურიის ქუჩაზე, ცენტრის უბანში - ნინოშვილის ქუჩაზე (ე.წ. გრუზრიბის ბინები).
„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ქალაქის ყველა უბანში. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ურბანულ განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ვიზუალურ იერსახეს და საცხოვრებელ გარემოს უფრო კომფორტულს გახდის“, - განაცხადა ფოთის მერმა.