ბორჯომის სასპორტო სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო

ბორჯომის სასპორტო სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქციარეაბილიტაციის სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

პროექტი ითვალისწინებს რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრულ რეკონსტრუქცია /რეაბილიტაციას. მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე - სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.