ჩერნობილის ნაკრძალიდან იშვიათი სახეობის კვიცის ფოტო გავრცელდა
1749281580
ის, რაც ყველას რაციონშია - მცენარეული ზეთი, უკვე დიდი ხანია მეცნიერების კვლევის ობიექტია. ამ ცხიმის კანცეროგენურობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა.
ამჯერად მეცნიერებმა ზეთისგან მომავალი ახალი საფრთხე აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული მცენარეული ცხიმი შესაძლოა ქალებში ძუძუს სიმსივნის, ყველაზე აგრესიული ფორმის - ტრიპლ ნეგატიური კიბოს გამომწვევი გახდეს.
ექიმები ამ ვერაგი დაავადების სტატისტიკის ზრდაზე საუბრობენ.
ონკოლოგები ამბობენ, რომ არაჯანსაღი მცენარეული ცხიმი, ძუძუს კიბოს გარდა, შეიძლება გახდეს ასევე ფილტვის კიბოს გამომწვევიც.
სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ ადამიანის კვების რაციონში ჯანსაღი ცხიმების აუცილებლობაზე, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე ზეთში საკვების მომზადებას და მცენარეული ცხიმის მრავალჯერად გამოყენებას გამოუსწორებელ შეცდომად მიიჩნევენ. ამ რისკების გათვალისწინებით, ექიმები პაციენტებს ურჩევენ, უარი თქვან ე.წ. სწრაფ კვებაზე.
იმისთვის, რომ ეს ცხიმი არ გახდეს მრავალი დაავადების რისკფაქტორი, არსებობს წესები. ცივად მოსამზადებელი კერძებისთვის შესაძლებელია თამამად გამოვიყენოთ არარაფინირებული მცენარეული ზეტები, იმ შემთხვევაში, თუ საჭმელს ვამზადებთ ცხიმში, უნდა გამოვიყენოთ უარომატო რაფინირებული ზეთი, მისი ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 180 გრადუსს, ზეტი არ უნდა დუღდეს და არ უნდა ასდიოდეს ბოლი.
თუ ზეთს გამოვიყენებთ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებით, მისგან მომავალი საფრთხის არიდება შესაძლებელია და მეტიც - შეგვიძლია, მცენარეული ცხიმისგან სარგებელი მივიღოთ.