რატომ არ უნდა ვჭამოთ ზაფხულში თვითმფრინავის საჭმელი

თვითმფრინავი

ბორტგამცილებელმა სელინა ბედინგიმ ზაფხულში მგზავრებს მოუწოდა, საერთოდ თავი აარიდონ თვითმფრინავში საკვების ჭამას, რადგან ის მარილისა და შაქრის შემცველია, იუწყება Daily Mail.

„სალონში წნევის გამო, ჩვენ გემოვნების რეცეპტორების დაახლოებით 30%-ს ვკარგავთ. სწორედ ამიტომ, კომპანიები, რომლებიც ავიაკომპანიებისთვის საკვებს ამზადებენ, მას გაცილებით მეტ მარილს უმატებენ, რათა სიმაღლეზე გემრიელი იყოს“, - განმარტა სტიუარდესამ.

თუმცა, თუ ჭამა გჭირდებათ, არსებობს ერთი ვარიანტი, რომელიც უნდა სცადოთ. კერძოდ, სელინა გვირჩევს თვითმფრინავში ბოსტნეულის ან ხილის სალათის ჭამას.

„აუცილებლად დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი ფრენამდე, ფრენის დროს და მის შემდეგ, რათა შეინარჩუნოთ სითხის ბალანსი“, - გვირჩია მან.

ამავდროულად, ბორტგამცილებელმა მგზავრებს მოუწოდა, თავი აერიდებინათ თვითმფრინავის ტუალეტიდან ონკანის წყლის გამოყენებისგან, რადგან, სელინას თქმით, ის სიცოცხლისთვის უვარგისია.