„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
1781175999
ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ფინანსური კოდის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
„აღმოაჩინე შენი პირადი ფინანსური კოდი!
აიღეთ თქვენი დაბადების თარიღი და მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციას: ნაბიჯი 1 (დღე): დაიყვანეთ დაბადების დღის რიცხვი ერთ ციფრამდე.
(მაგ: თუ დაიბადეთ 19-ში: 1+9=10 -> 1+0= 1) ნაბიჯი 2 (თვე): დაიყვანეთ თვის რიცხვი ერთ ციფრამდე. (მაგ: ოქტომბერი არის 10 -> 1+0= 1) ნაბიჯი 3 (წელი): შეკრიბეთ დაბადების წლის ციფრები ერთ ციფრამდე. (მაგ: 1978 წელი: 1+9+7+8=25 -> 2+5= 7) ნაბიჯი 4 (ჯამი):
შეკრიბეთ მიღებული სამივე ციფრი ერთად. (მაგ: 1+1+7= 9)გადაწერეთ ციფრები მიმდევრობით და თქვენი კოდიც მზად არის!
როგორ გამოვიყენოთ?
დააყენეთ საბანკო ბარათის პინ-კოდად, ტელეფონის პაროლად ან უბრალოდ დაწერეთ წითელ ფურცელზე და შეინახეთ საფულეში.“ - წერს თამუნა იოსელიანი.