„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
ყველაზე სამწუხარო ამ შემთხვევაში ის არის, რომ ფრაზა „ორმაგი სტანდარტი“ ყველაზე ნათლად გამოხატავს დღევანდელ დღეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ევროკავშირს და ევროკავშირთან დაკავშირებულ საელჩოებს და ა.შ. - განაფცხადა ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, საელჩოები მთავრობას ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებენ და ამ მიმართულებით მუშაობისკენ მოუწოდებენ, მეორე მხრივ კი თავად საერთოდ არ გასცემენ ინფორმაციას, მაშინაც კი, როდესაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს.
„ეს სირცხვილია უბრალოდ, მეტი არაფერი“, - ამბობს შალამბერიძე.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებში ძალიან დიდი თანხები იყო მობილიზებული ევროკავშირის ქვეყნებიდან, USAID-იდან ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობის დაფინანსებაზე. დეპუტატს მოლოდინები გვაქვს, რომ წლევანდელ არჩევნებზეც იგივე მოხდება, თუმცა არა იგივე მასშტაბებით, რადგან „ყველაზე დიდი დამფინანსებელი USAID-ი გამოეცალათ და ფაქტობრივად ყველა საელჩოს მოუწევს გამჭვირვალედ აჩვენოს ჩვენს საზოგადოებას თუ ვის დააფინანსებს და ა.შ“.
მან ბრიტანეთის საელჩოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დაფინანსების სურვილზეც ისაუბრა.
„ვნახეთ, როგორი რადიკალურად განწყობინლი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მიემართებოდა ეს თანხები, შეფუთული იმით, რომ ისინი იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები. ყველამ კარგად ვიცით მათი ობიექტურობის შესახებ და ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული ეს არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენდა მხარეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ შესაბამისი რისკები გავთვალოთ, იმისა თუ როგორი დაფინანსება ექნებათ თუ არ ექნებათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნოდ და შესაბამისად ვიმმოქმედოთ“, - განაცხადა შალმბერიძემ .