გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
„საზოგადოება ქართულის“ წევრმა ზურა მანჯავიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე ისაუბრა.
როგორც მანჯავიძემ აღნიშნა, ევროპელ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ უბორკილოდ დატყვევებული მონები რომ ჰყავთ საქართველოში - აქაური არასამთავრობოების, გაყიდული მედიების და პოლიტიკოსების სახით, მთელი ქვეყანა არის ასეთი.
„ერთგვარი იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა მსგავსი განცხადებებისადმი, რომელსაც აცხობენ და აცხობენ ევროპარლამენტარები. მეტი პრობლემა ვითომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე. ერთი პატარა საქართველო აქვთ ყელში გაჩხირული, რომ ბატონ-ყმობის კლიშედან როგორ გაბედეს ქართველებმა გამოსვლა. ყველანაირად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მეტი ზიანი მოგვაყენონ.
მთავრობის პოზიცია უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის. პირადად უფრო მკაცრ ზომებს ვემხრობი, მაგრამ იმიტომაც არ ვარ აქტიურ პოლიტიკაში. მათ [მთავრობის წევრებს] უწევთ ემოციებთან გამკლავება, რომლის მიშვებაც არ შეიძლება თავის ნებაზე და აბსოლუტურად მესმის ესეც. [ევროპელმა პოლიტიკოსებმა] ვერ გაიცნეს ქართველი ხალხის ბუნება და უბორკილოდ დატყვევებული მონები რომ ჰყავთ აქ, აქაური არასამთავრობოების, გაყიდული მედიების და პოლიტიკოსების სახით, ჰგონიათ, მთელი ქვეყანა არის ასეთი. ვეღარ დაგვაჩოქებენ, დამთავრდა ეგ დრო“, - აღნიშნა მანჯავიძემ.