არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
1781035366
ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მორიგი დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ოპოზიციური ალიანსის დაშლაა.
ანი წითლიძის განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსი არ დაუტოვებია და "ფედერალისტების" ლიდერი ჩერგილეიშვილი თავად ცდილობს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას.
წითლიძეს გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც. მისი შეფასებით, სააკაშვილის პარტია თვენახევარია პარტიების სამუშაო პროცესში აღარ მონაწილეობს. გვარამიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა მორჩეს მსხვერპლის როლის ძერწვას.
გვარამია ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიასთან თანამშრომლობის შენარჩუნების საკითხს. "ახლების" ლიდერის თქმით, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ალიანსის დაშლის საკითხზე ინფორმაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა.