ვატო შაქარიშვილი: როგორ უხდება ევროკავშირს ბუღაძე, ყორშია, გიგაური და ლომჯარია - თუ ვინმე, ყველაზე მეტად არაორგანულია ქართველი ერისთვის, იმათ უწოდებენ "ქართველ ხალხს”, 1.120.000 ამომრჩეველი, 17 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოსული ხალხი ვინ ვართ, ვინ?!

ვატო შაქარაშვილიაი ია

ფერი - ფერსა, მადლი - ღმერთსა! როგორ უხდება ევროკავშირს - ბუღაძე, ყორშია, გიგაური და ლომჯარია, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ლაშა ბუღაძის, ბექა ყორშიას, ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურისა და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლების ვიზიტს ეხმიანება.

მისი განცხადებით, რაც მეტჯერ გამოიწვევს ევროკავშირი გულისრევის შეგრძნებას ქართველ ხალხში, მით უფრო მალე ამოიღებს ქართული საზოგადოება საბოლოოდ “ევრომისწრაფების შხამს” ორგანიზმიდან.

“ფერი - ფერსა, მადლი - ღმერთსა! როგორ უხდება ევროკავშირს - ბუღაძე, ყორშია, გიგაური და ლომჯარია... თუ ვინმე, ყველაზე მეტად არაორგანულია ქართველი ერისთვის, ვინც მთელი ცხოვრება ფულს იღებს ქართველობის წაშლის საქმესა და საქართველოს მტრობაში, იმათ უწოდებენ "ქართველ ხალხს..." 1.120.000 ამომრჩეველი, 17 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოსული ხალხი ვინ ვართ, ვინ?! იქნებ აგვიხსნათ... კარგია, კარგი.... რაც მეტჯერ გამოიწვევს ევროკავშირი გულისრევის შეგრძნებას ქართველ ხალხში, მით უფრო მალე ამოვიღებთ საბოლოოდ ამ ევრო-მისწრაფების შხამს ორგანიზმიდან!!!” - წერს ვატო შაქარიშვილი.