ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას გმობს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება, ცივილიზებული სამყაროსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, უკრაინის გვერდით დგას და გმობს რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას უკრაინაში.
რუსეთის ეს ქმედება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამეორებაა. გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ვლოცულობთ უკრაინაში მშვიდობისთვის, სტუდენტებისა და ჩვენი კოლეგების უსაფრთხოებისთვის!“