ტრამპი: არ საუბრობენ, რომ საქართველოს ნაწილი წაიღეს რესპუბლიკელი პრეზიდენტის, ბუშის დროს, ყირიმი ობამას დროს, ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი, ეს მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა

დონალდ ტრამპი

მათ ყველაფერი წაიღეს ბაიდენის დროს, ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს, მაგრამ ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარკ ლევინთან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოვლენები მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა.

„ყირიმი ამ ქვეყნის გული და სული იყო. ის ძალიან ლამაზია. ობამამ თქვა, რუსეთს დაუთმეთ. როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ, უბრალოდ დანებდით. ეს არ იქნება ბრძოლა. დაფიქრდით ამაზე. მათ ეს ყველაფერი რუსეთს დაუთმეს. ეს ნამდვილად იყო კატასტროფული ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი ამ ქვეყნისთვის. ეს იყო დასაწყისი და ამაზე არავინ საუბრობს. თუ მე ამ მიწას დავთმობდი, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა ჟურნალისა და გაზეთის ყდაზე ვიქნებოდი. როდესაც ის ობამამ დათმო, ისინი ამაზე არც კი საუბრობენ. წარმოგიდგენიათ? მე ყირიმი არ მიმიცია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის ან რაღაც მსგავსი, ულამაზესი ყირიმი და ის ობამას გამო დათმეს. მედია კი ამაზე არც კი საუბრობს. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ნაწილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის დროს წაიღეს. მათ ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი ბუშის დროს, მაგრამ ჩემს დროს რა წაიღეს? არაფერი. ეს მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა“, – განაცხადა ტრამპმა.