1775289655
თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა ახალგაზრდებთან შეკვეთილში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები სამეგრელოდან და ზემო სვანეთიდან. ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბორდის წევრები, რომელთა შორის ერთ-ერთი თეკლა თიკანაშვილია.
თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის კონფერენციის მთავარი მიზანი და ღირებულება არის არა მხოლოდ ახალგაზრდების მოსმენა, არამედ, მათი საჭიროებების გათვალისწინებაა. „როგორც გამოიკვეთა, ახალგაზრდებს განსაკუთრებულად აინტერესებთ სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა, თუ როგორ შეუწყონ საკუთარ რეგიონში, ქალაქში, გასართობი სივრცეების გამრავალფეროვნებას ხელი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ,“-განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.












