ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
თბილისში პარტია "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა, დელეგატებმა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი აირჩიეს.
"დიდი პატივია ჩემთვის, რომ მესამედ ამირჩიეს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ჩვენ გამგეობაშიც გვაქვს განახლება და რიგი წევრები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.
ჩვენი გამგეობა შედგება როგორც დეპუტატი ქალებისგან, ასევე მინისტრი, რეგიონული წარმომადგენლები, გვყავს წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალს წარმოადგენს, ასევე თბილისის საკრებულოს. ეს არის საკმაოდ მასშტაბური ქალთა გაერთიანება.
დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ შევაჯამეთ გასული ორი წელი, რადგან რეგლამენტის მიხედვით ჩვენი საქმიანობის ანგარიშის ჩაბარებაც უნდა მომხდარიყო და ამავდროულად განახლდა და თავიდან იქნა არჩეული გამგეობა და ორგანიზაციის თავმჯდომარე", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.