სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ხვედელიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.
„არჩევნებში მონაწილეობა თუ არ სჭირდებათ, რატომ შეიტანეს განაცხადი? აქ არ მიიღება საუბრები ხელახალ არჩევნებზე ან 2028 წლის არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები მუდმივად იძახიან, ამ ვითარებაში არჩევნები არ არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეცვალონ რამე ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი თუ არ სჭირდებათ, რატომ მიმართავენ განცხადებით? ჩვენთვის ერთნაირად პრიორიტეტულია ყველა პარტიის ამომრჩეველი, სწორედ ამიტომაც ვართ შესული ამ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი რეპრესიის ფონზე, ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო ჩვენი ქვეყანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს. ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან ჩვენ არ მიგვიღია დღემდე არანაირი გეგმა ან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ აპირებენ, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე, პოლიტპატიმრების მიმართულებით პოზიციონირებას, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას? მთავარი ამ პროცესში არის ძალიან საინტერესო – დღესდღეობით ყველაზე მეტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ერთმანეთს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.