1775204481
ტატა ხვედელიანი: „ოცნების“ ხელისუფლებასთან ბრძოლის იარაღად მხოლოდ არჩევნებს და დემოკრატიულ მექანიზმებს განვიხილავთ, პარლამენტში მწვავე ოპონირებით ამ გეგმას ვასრულებთ
კარგია, თუ ოპოზიციურმა ერთობამ მოქალაქეებთან კომუნიკაცია დაიწყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გაიგოს, როგორ აპირებენ „ოცნების“ დამარცხებას.
„ესა თუ ის გეგმა, რომელიც მათ აქვთ, მათი გადაწყვეტილება და არჩევანია. ჩვენ რა გზითაც ვბრძოლობთ „ოცნების“ რეჟიმთან, ამ არჩევანში თავისუფალი ვართ. ჩვენი პოლიტიკური ძალის გეგმა საჯაროა, „ოცნების“ ხელისუფლებასთან ბრძოლის იარაღად მხოლოდ არჩევნებს და დემოკრატიულ მექანიზმებს განვიხილავთ. ამიტომაც, საპარლამენტო მუშაობა დავიწყეთ. სწორედ, აქ, მწვავე ოპონირებით ვასრულებთ ჩვენს გეგმას. ჩვენი გეგმა მათი გეგმებისგან განსხვავდება. მათი ერთობა ფარსია თუ არა, ამას ვერ შევაფასებ და ამაში ვერ შევალ. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გაიგოს, „ოცნების“ დამარცხებას როგორ აპირებენ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.










