1746548142
თამარ ჩიბურდანიძე: ირაკლი კობახიძემ შეძლო საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაში ურთულესი პროცესების მართვა. ვუსურვებთ წარმატებებს თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნების ასასრულებლად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პარტია „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„თანამედროვე გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე, წინ კვლავ რთული გზა ელის, თუმცა, ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე ის, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ატარა საქართველო დინჯად და მშვიდობიანად“ - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და ირაკლი კობახიძეს მომავალს საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
„პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარედ საუკეთესო კადრი და მძიმე პოლიტიკური ფიგურა აირჩია. ამით ოპოზიციის ცრუ მოლოდინები „შეთქმულების თეორიებზე“ დაასრულა. გრძელდება იგივე კურსი იგივე სიძლიერით სახელმწიფოს მშენებლობისთვის.
ბატონ ირაკლის ვულოცავთ პარტიის თავმჯდომარედ არჩევას! ამ ხნის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ შეძლო საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაში ურთულესი პროცესების მართვა. თანამედროვე გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე, წინ კვლავ რთული გზა ელის, თუმცა, ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე ის, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ატარა საქართველო დინჯად და მშვიდობიანად. ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნების ასასრულებლად“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.