„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
1752499975
„რუსულ პროექტთან“ „ლელო“ დღეს მემორანდუმს აფორმებს რეჟიმის სტატუს კვოს ერთობლივ დაკანონებაზე, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, ულმობლად რატომ ვათრევ იცით ამ ბანძებს? ადამიანთა მოდგმის შეურაცხყოფად მიმაჩნია თითოეული მათგანი.
სამი-ოთხი თვის წინ გახარია რუსული პროექტი იყო – ანუ საქართველოს მტერი იყო.
ამას ხაზარაძე უბრალოდ იდგა და აბრალებდა, იმიტომ, რომ ეშინოდა, გახარია არ გამხდარიყო „მთავარი ოპოზიცია“ პარლამენტში შესვლით.
აი ასე იდგა და რუსი ხარო ეუბნებოდა, რადგან სიებს არ ხსნიო.
ახლა ეს „რუსი“ იმას აკეთებს, რაც ხაზარაძის ეგოს ემსახურება, და ამიტომ მოსულა.
ეს ენაჭარტალა, უღირსი და უთავმოყვარეო ნაგავი უნდა გადაირეცხოს.
ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმს დღეს, 13:00 საათზე მოეწერება ხელი.