ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
„ჩვენ, ზოგადად, სულ მომხრე ვიყავით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე იყოს ერთიანობა. მაშინ, როდესაც შენს ოპონენტს ათასჯერ უფრო მეტი რესურსი აქვს, არასერიოზულია, რომ თქვა - მე ერთპარტიულად დავამარცხებ "ქართულ ოცნებას." მაგრამ, როცა გაქვს რამდენიმე პარტია საკუთარი რესურსებითა და მხარდამჭერებით, ეს უფრო რეალისტური ხდება," - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და თვითმმართველობის არჩევნებზე დიდი ქალაქები მოიგოს.
"ამიტომ, ნებისმიერი გაერთიანება, თუნდაც ჩვენთვის რაღაცნაირი უცნაური და ცუდად ახსნადი ბოიკოტიც კი, უფრო გასაგები გახდებოდა, რომ მართლა ყველას გაეკეთებინა, ვიდრე ვიღაც ბოიკოტშია, ვიღაც ნახევარ ბოიკოტშია, ვიღაც არ არის ბოიკოტში. ეს ხომ უბრალოდ რესურსების გაფლანგვაა.
დიდი ხანია, ვსაუბრობთ, გავერთიანდეთ, საერთო კანდიდატი ვიპოვოთ, არაპარტიული კანდიდატი ვიპოვოთ, რომელიც არ იქნება მიკერძოებული და თებერვლიდან ამას ვლაპარაკობთ, რომ მოდი, ვცადოთ და დიდ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნებზე მოვიგოთ. როდესაც ამას ვუხსნიდით, "ლელო" და გახარია ამბობდნენ, რომ ამის დრო არ არის და შემოგდებული თემაა, მაშინ იყო ამის დრო," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.