„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის 42-ე მუხლი ყველას ავალდებულებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდეს.
პაპუაშვლის თქმით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა ოპოზიციის წარმომადგენლები შეაგულიანეს, კონსტიტუციასა და კანონებს არ დამორჩილებოდნენ და არ ეღიარებინათ დემოკრატიული ინსტიტუტები.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლში გაწერილია ვალდებულება, რომლის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უნდა გამოცხადდე. ვინც არ ცხადდება, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს არღვევს. კონსტიტუციის ერთი მუხლის, 78-ე მუხლის მიმართ განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვთ. 78-ე მუხლამდე, 77 მუხლია და ამიტომ თავიდან დაიწყონ. სადღაც შუაში, 42-ე მუხლთან მივლენ და თუ ასეთი პატივისცემა აქვთ კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ, 42-ე მუხლი ყველას ავალდებულებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადდეს. კონსტიტუციას ვინც არღვევს, ქართველი ხალხისგან შესაბამისს პასუხს მიიღებს. რაც შეეხება შედეგებზე პასუხისმგებლობას, ამ ადამიანებმა პასუხისმგებელი პირები უნდა ეძებონ მათ ქომაგ უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებში, ვინც ეს ადამიანები წააქეზა, რომ პარლამენტი არ აღიარონ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ბრძოლა გამოუცხადონ. მათ აქეზებდნენ, აგულიანებდნენ და წინასწარ უცხადებდნენ მხარდაჭერას. ზუსტად ეს შედეგი დააყენეს იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა, რომელთაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეაგულიანეს – მიდით, კონსტიტუციასა და კანონებს არ დაემორჩილოთ, არ აღიაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, მისი საგამოძიებო კომისია და ჩვენ გვერდში დაგიდგებითო. ასე ამთავრებენ ისინი, ვინც უცხოელების ჭკუაზე დადიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, საბოლოო ჯამში, ვინც სხვებს დანაშაულზე აქეზებს, თავად მშვიდად არის და ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უწევთ სასჯელის მოხდა.
„ამ შედეგებზე პასუხისმგებლები არიან ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებმაც ადამიანების ჯგუფი შეაგულიანეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ აღიარონ. ასე რომ, კითხვები უნდა დაუსვათ ამ უცხოელ პოლიტიკოსებს და დიპლომატებს. ახალი არაფერია იმაში, რომ „ნაცმოძრაობა“ ხალხის არჩევანს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო არჩევნები არ აღიარეს – 2012 წელს, 2016 წელს, 2020 წელს და 2024 წელს. არ ყოფილა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მათ აღიარეს. 2012 წელს რამდენიმე დღე და დახურულ კარს მიღმა სენატორებს სააკაშვილთან საუბარი დასჭირდათ, რომ არჩევნების შედეგები ეღიარებინა. 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ. 2020 წელს ერთი წელი დასჭირდათ. 2024 წელს იგივე კინოს დადგმას შეეცადნენ. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იყო, რომ მათ ნახეს, შეგულიანებას უცხოეთიდან იღებდნენ. საქართველოში 11 ნოემბერს ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელები იყნენ ჩამოსული და როცა შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ცარიელი რუსთაველი ნახა, გამოვიდა და ხალხს მოუწოდა, მაიდანი გაემეორებინათ. მან ხალხს ძალადობრივი სცენარის გამეორებისკენ მოუწოდა. ეს არის ის, რითაც ესენი წააქეზეს და უთხრეს, ხალხო, გამოდით და რადიკალურები იყავითო. ეს არის შედეგი, როცა უცხოს ჭკუაზე დადიხარ და არა შენი ხალხის. ახლახანვნახეთ მიხაელ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და კარგად არის პოლიტიკურ პენსიაში. მისგან წაქეზებული ადამიანები დანაშაულს ჩადიან და პასუხისგება უწევთ, ისინი კი მშვენივრად არიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.