შალვა პაპუაშვილი: არჩევნები 12 კვირაში გაიმართება, მოვინიშნოთ რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც ამ საარჩევნო ციკლში ბრიუსელის პირველი ჩარევა არჩევნების ჩაშლის მიზნით

 შალვა პაპუაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება. მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც ამ საარჩევნო ციკლში ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში მისი ჩაშლის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.

„ევროპარლამენტმა გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას მიუთითებს, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში, კომისარ მარტა კოსის მონაწილეობით და მისი მხრიდან რეზოლუციის ავტორის, რასა იუკნევიჩიენეს მიმართ კომპლიმენტების ფონზე მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 კვირაში გაიმართება.

მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც ამ საარჩევნო ციკლში ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ამჯერად მისი ჩაშლის მიზნით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობის ტოლფასია“, – წერს პაპუაშვილი.