1748675716
სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ ადასტურებს საქართველოს გადამწყვეტ როლს მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდებს დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი აცხადებს, რომ მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ სტივ დეინსის განცხადებაში.
„სენატორი დეინსი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით“, – ნათქვამია აშშ-ის სენატორ სტივ დეინსის განცხადებაში.