საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა

ალექს ახვლედიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუწყდა - შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
ცნობისთვის, ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეში ფიგურირებს. მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე აქვს ბრალდება წაყენებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გუშინ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.